გეგა შენგელია: ჩვენ მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით მოსახლეობასთან, რათა მოვუგვაროთ არსებული პრობლემები
ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საჯვაროს უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი შენგელიამ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო, ასევე, მათგან მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით საჯვაროს უბნის მოსახლეობას. ადგილობრივებს, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები და საბავშვო მოედნების პრობლემა აწუხებთ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და ვადები სამუშაოების შესასრულებლად. შეხვედრა იყო მეტად ნაყოფიერი. ჩვენ მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში, ახლოს ვიქნებით მოსახლეობასთან, რათა მოვუგვაროთ ის არსებითი პრობლემები, რომლებიც აწუხებთ მათ“, – განაცხადა შენგელიამ.
აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი – ალექსანდრე მოწერელია და პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, კობა კობალაძე, ზაზა გაბუნია და მერაბ ქვარაია.