წაბლანაში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი – არჩილ ჩიქოვანი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – არჩილ ვანაძე, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – რაულ ბერიძე დღეს ხულოში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სტუმრებმა მერის მოვალეობის შემსრულებელ ნადიმ ვასაძესთან ერთად სოფელ წაბლანის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, საქლორატოროს, სანიტარული ღობისა და 6,6 კმ სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შპს „ალსოფ“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპზე, სათავე ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს და სამუშაოებზე 13 ადგილობრივია დასაქმებული“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.