მარტვილში ფოლკლორული ფესტივალი “ჭყონდიდი” ჩატარდა

13 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ გიორგი წივწივაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-3 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა. ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
როგორც „კვირას“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფესტივალში, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობდნენ სენაკიდან, წალენჯიხიდან, ახალქალაქიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ჩოხატაურიდან, ბოლნისიდან, ოზურგეთიდან მოწვეული ანსამბლები. მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ნომრით წარდგნენ.
მერიის ცნობით, ფესტივალის ბოლოს, ყველა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლის დიპლომებით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები