გივი მოდებაძე: მაქვს ყველაზე ოპტიმალური გეგმა, თუ როგორ უნდა გადაწყდეს დადებითად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები
მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატი, გივი მოდებაძე 32-ის დასახლებასა და ქვედა ითხვისის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ჩაატარა. ორივე დასახლებაში შეხვედრაზე კანდიდატმა არსებული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა და თავისი საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
“მე ზედმიწევნით კარგად ვიცი თქვენს უბნებში არსებული პრობლემები. ვიცი, რომ არსებობს გზისა და წყალმომარაგების პრობლემა. მინდა, გჯეროდეთ, რომ მაქვს ყველაზე ოპტიმალური გეგმა, თუ როგორ უნდა გადაწყდეს დადებითად ეს საკითხები. გპირდებით, თავდაუზოგავად ვიმუშავებ ჩემს გუნდთან ერთად, რათა, მაქსიმალურად მოკლე დროში, წარსულს ჩავაბაროთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს”, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.
დღევანდელ შეხვედრებზე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძეც იმყოფებოდა. მან მოსახლეობას სიტყვით მიმართა და გივი მოდებაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.