მარტვილში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში, აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილი საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრებზე მეფუტკრეებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს გაეცნენ.
„უსაფრთხოების წესები დაცვის მიზნითა და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟდება. შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ“, – აცხადებენ მარტვილის მერიაშ.
მათივე ცნობით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMSრეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.