არჩილ თალაკვაძე: ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე

„ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და დეტალურად ვისაუბროთ თითოეულ პროექტზე”, – მედიისადმი ეს შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა იმის საჩვენებლად, მიისაკუთრა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ის, რასაც მას მიხეილ სააკაშვილი აბრალებს.
„აქ არის მედია და მე მინდა, მათ პირდაპირ მივმართო – რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, “ჰაიდელბერგ ცემენტი”, გალერია თბილისი, სასათბურე კორპორაციები და სხვა, ჩამონათვალი იყო იქ, რაც ღიმილისმომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ ეს ჩამონათვალი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილმა გააკეთეს – სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არ ერიდება რეალობის დამახინჯებას.
„ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაფუთვასა და დამახინჯებას, თავიანთი ცოდვებისა და დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან – ალბათ, ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ. მე გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც თქვენ დაინახავთ, თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუესა და იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები