„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, არჩილ თალაკვაძის განცხადების გამო, პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადების გამო, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიზეზი არჩილ თალაკვაძის განცხადება გახდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს შეეხებოდა.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, იმის ნაცვლად, რომ დაიწყოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა და გამოძიება, სხდომათა დარბაზში არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე აკეთებს განცხადებებს.
„საქართველოს პარლამენტში არ მახსენდება მსგავსი სამარცხვინო მოვლენა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი ციტირებს რაღაც ჩანაწერებს, რომლებიც არ ვიცით, საერთოდ არსებობს თუ არა. თუ ეს ჩანაწერები არსებობს, მაშინ რამდენიმე ქვეყნის კანონის დარღვევით უნდა განხორციელებულიყო მიყურადება. დღეს საქართველოს პარლამენტში ციტირებენ ამ ჩანაწერებს იმის ნაცვლად, რომ შეკითხვა ისმოდეს – რა მოხდა? საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები? ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს მართვის სისტემა გასულია ყველანაირი კანონიერი ჩარჩოდან. ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს. არსებობს ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს პარტიის დაფინანსებასა და ბილეთების ფულს, მაიამიში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები