ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებაზე რვამილიონ-ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში ადგილობრივებს გაზიფიკაციის პროექტის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ  ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენელთან სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად მიაწოდეს.
“მთავრობის დავალებით უნდა შევასრულოთ გაზიფიცირების სამუშაოები. 9 სოფელში გვაქვს მიმდინარე პროექტები, 18-ში კი დავიწყეთ წინასაპროექტო სამუშაოები. თანხები გვაქვს. 2019 წელს ზესტაფონის სოფლებისთვის რვამილიონ-ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯება. რაც შეეხება ტაბაკინს – აქ პროექტირება უკვე დაწყებული გვაქვს, რაც ივლისში დასრულდება, რის შემდეგადაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი”, – განაცხადა ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი დემეტრაშვილმა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, მისასალმებელია, როდესაც მოსახლეობა მიმდინარე პროექტების შესახებ სრულად არის ინფორმირებული
“ტაბაკინში მოსახლეობას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობენ და ადგილობრივ მოსახლეობას სიახლეებს აცნობენ. რაც თავისთავად კარგია. მოსახლეობას ესაუბრა, ასევე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მათ დეტალურად აწვდის ინფორმაციას, თუ როდის დაიწყება გაზიფიცირების მიმართულებით სამუშაოები. მივესალმები ასეთ ინფორმირებულობას, რაც, ცხადია, დადებით შედეგს გამოიღებს’, ‘- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
ცნობისთვის, დღეს ზესტაფონში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე, დეპუტატ კობა ლურსმანაშვილსა და მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ბიზნესექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შეხვდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები