“თბილისი და მისი მოქალაქეები არასოდეს მისცემენ საშუალებას რაღაც გაურკვეველ ძალებს, რომ იყვნენ გამოყენებულები და მათით ისარგებლონ” – „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი

“თბილისი არ არის საჯილდაო ქვა და არ შეიძლება, რომ თბილისს უყურო არა როგორც გულშემატკივარმა და არ იფიქრო იმაზე, როგორ ემსახურო შენს ქალაქს, არამედ ფიქრობდე – თუ როგორ გამოიყენო ეს ქალაქი შენი ბოროტი ზრახვებისათვის, რასაც ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ჩვენი ოპონენტების ნამოქმედარში”, – ამის შესახებ, „დღის ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა – ლევან ჯაფარიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება ჩემს ოპონენტს, მასთან მიმართებით ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. წლებია, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ჩემი მეზობელია. პირადი არანაირი პრობლემა მასთან არ გამაჩნია. ერთადერთი პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანი, ეს არის „ლელო“. ხოლო რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც რაღაცის წაგლეჯას ლამობენ, ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ მათი წასაგლეჯი კბილი კარგა ხანია გამოვიცვალეთ.

თბილისი არ არის საჯილდაო ქვა და არ შეიძლება, რომ თბილისს უყურო არა როგორც გულშემატკივარმა და არ იფიქრო იმაზე, როგორ ემსახურო შენს ქალაქს, არამედ ფიქრობდე თუ როგორ გამოიყენო ეს ქალაქი შენი ბოროტი ზრახვებისათვის, რასაც ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ჩვენი ოპონენტების ნამოქმედარში. ეს ქალაქი არასოდეს არ მისცემს საშუალებას და მისი მოქალაქეები, რაღაც გაურკვეველ ძალებს, რომ ისინი იყვნენ გამოყენებულები. მათი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების და ამომრჩევლის მიმართ კარგად ჩანს ბოლო წლების განმავლობაში თუნდაც იმ ცარიელი სკამებით თბილისის საკრებულოში, რომელიც ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად ეს არის მათი დამოკიდებულება, მათივე ამომრჩევლის მიმართ, ეს არის მათი პასუხისმგებლობა ამ ქალაქის მიმართ. მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ეს ქალაქი სწორად გააკეთებს არჩევანს. ეს არ არის თემა, რომ მე არ ვთხოვ ჩემს ამომრჩეველს, რომ რაღაცაში მენდონ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ კარგად ვანახეთ ამომრჩეველს თუ რისი გაკეთება გვინდა. რა შევძელით, რომ გაგვეკეთებინა. არ ვემალებით პრობლემებს. მომავალშიც ვაპირებთ ამის გაგრძელებას. გვინდა, რომ ამ ადამიანებმა განსაზღვრონ სწორედ ჩვენი ნაკეთები საქმიდან და არა რაღაც საუბრებიდან და ვიღაცის ნაკარნახების გამეორებიდან“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები