გეგა შენგელია: მოვდივარ სუფთა ხელებით და გავაკეთებ ყველაფერს, რასაც დაგპირდით

ზუგდიდის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია მოსახლეობასთან შევედრებს განაგრძობს. დღეს კანდიდატი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან და სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ადგილობრივებს მიმდინარე და მუნიციპალეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, გაზიფიკაციის გეგმაზე ესაუბრა.
“მე მოვდივარ სუფთა ხელებით და გულწრფელად ვდებ პირობას ამომრჩევლებთან, რომ იმას, რასაც ვამბობ, აუცილებლად გავაკეთებ. ვინიშნავ ყველა პრობლემას და ვცდილობ, უახლოეს ვადებში ვიპოვოთ უმოკლესი გზა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან მე არჩევნების შემდეგაც უნდა განვაგრძო ზუგდიდელებთან ერთად მუშაობა და 19 მაისის შემდეგაც თითოეულ ზუგდიდელს ისევე უნდა შევხედო თვალებში, როგორც ვუყურებ დღეს. მე არ გეუბნებით, მოვალ და ხელის ერთი მოსმით გადავწყვეტ ყველა პრობლემას. ამის თქმას არ გაკადრებთ, მაგრამ ყველა პროექტს, რომელსაც გპირდებით, აუცილებლად განვახორციელებ, რადგან მე თქვენთან ერთად უნდა ვიცხოვრო და ვიყო წელში გამართული თქვენთან შეხვედრისას”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, დღეს სამეგრელოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, მერობის კანდიდატ გეგა შენგელიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და სამეგრელოს 75 სოფელში დაგეგმილი გაზიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები