ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ზესტაფონში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიზნესსექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და იმ პრიორიტეტებზე გამახვილდა ყურადღება, რაც ქვეყნის მასშტაბით საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.
“მნიშვნელოვანია, პროექტებად შეიკრას ბიზნესის სფეროდან წამოსული ინიციატივები, მეწარმეობის წახალისებისთვის, ასევე, საჭიროა დაფინანსების სხვადასხვა გზის მოძიება. 4 , 8 პროცენტით დასრულებული ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს უნდა დაეტყოს თითოეულ ოჯახსა და რეგიონს. მარტო ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სექტორი  შეძლებს იმ ეფექტის მიღებას, რასაც ერთად დგომითა და გაერთიანებით მოვახერხებთ.ჩვენ გიდასტურებთ მხარდაჭერას”, – განაცხადა გენადი არველაძემ .
დღევანდელ შეხვედრას “აწარმოე საქართველოშის” ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი და დეპუტატი კობა ლურსმანაშვილიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები