ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ლეჩურთან, სტიქიის სალიკიდაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, კონტრაქტორ კომპანისთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ. ამ დროისთვის, მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და  ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-6 კმ-ზე ჩანგრეული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, ხორციელდება საპროექტო სამუშაოები, სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან, გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები