ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვმა ნალექმა და სეტყვამ სოფელ ქვემო ბოდბესა და ხირსაში სიმინდი და ნათესები გაანადგურა.
სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სტიქიამ მოსავლის 90 პროცენტი გაანადგურა. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები