ხმაური ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში – თენგიზ ჯგუშია ადგილობრივებთან დავით სერგეენკოს შეხვედრის ჩაშლას შეეცადა (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი – თენგიზ ჯგუშია “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას დევნილებთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. გეგა შენგელია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ხვდებოდა, რა დროსაც დამოუკიდებელი კანდიდატი შეხვედრის ადგილას მივიდა და პროვოკაციის გზით კომბინატის კულტურის სახლში შესვლას შეეცადა.
შეხვედრაზე მისული მოსახლეობა თენგიზ ჯგუშიას საქციელმა გააღიზინა, რასაც დამოუკიდებელ კანდიდატსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
თენგიზ ჯგუშიას თქმით კი მას დავით სერგეენკოსთან კითხვები ჰქონდა და არა შეხვედრის ჩაშლის მიზნით, არამედ კითხვებზე პასუხების მისაღებად იყო მისული. ის ჯანდაცვის მინისტრს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გაყოლას სთხოვდა, რათა ადგილზე შეეფასებინათ იქ არსებული ვითარება.