ვახტანგ ბერიძე: სპორტის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყობ ხელს

ხულოს მერობის “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. დღეს ვახტანგ ბერიძე ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ გორგაძეებისა და ადაძეების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა კანდიდატს ელექტრო გადამცემი ბოძების, შიდა სასოფლო გზებისა და ახალგაზრდებისთვის მინი სპორტული მოედნის მოწყობა სთხოვეს. მოქალაქეებმა ინდივიდუალურ პრობლემებზე ისაუბრეს. ვახტანგ ბერიძე მათ გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების შესწავლას დაპირდა.
“ხულოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გზა, წყალი, შუქი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივების ყოფის გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურა, რომ იქნება მოწესრიგებული აუცილებლად შემოვა მეტი ტურისტი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივთა ეკონომიურ და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის მინდა გავხდე თქვენი მერი და ყველა არსებული პრობლემა თქვენთან ერთად გადავჭრა, ეს იქნება ინდივიდუალური თუ საერთო. დღევანდელი შეხვედრიდან აღნიშნულ სოფლებში გამოიკვეთა მინი სპორტული სტადიონის მოწყობა, ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვან ყურადღებას მივაქცევ ახალგაზრდებსა და სპორტის განვითარებისთვის ხელს  მაქსიმალურად შევუწყობ. ვაპირებ ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრში საჭიდაო სპორტდარბაზის აშენებას. ადგილობრივების მიერ დასახელებული პრობლემები ჩემთვის ცნობილია მე მათ შევპირდი, რომ თუ დამიჭერენ მხარს და მჯერა, ასეც იქნება, მე ვიქნები მათ გვერდით“. – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები