სალომე სამადაშვილი: ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა, რამდენიმე ქვეყნის კანონი დაარღვია

​”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. სამადაშვილის შეფასებით ჩანაწერი ფაბრიკაცია.
“ესეთი ჩანაწერები ხშირად ვრცელდება, ჩემთვის უცნობია ვინ ავრცელებს ან ვინ ამონტაჟებს ამ ჩანაწერებს , ამიტომ არასდროს კომენტარს არ ვაკეთებ მსგავს საკითხზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფაბრიკაცია. ჩემთვის გაუგებარია როგორ შეიძლებოდა ამ ჩანაწერის გაკეთება და საერთოდ ვინც ეს გააკეთა, თუ ჩაიწერა პირადი საუბარი, რამდენიმე ქვეყნის კანონი დაარღვია “,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, აუდიოჩანაწერი  სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში ერთმანეთში საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია და მისი მეუღლე, თემურ ალასანია და გიუი ალასანია.
საუბრები მათ ოჯახურ საქმეებს და ოჯახის წევრების ურთიერთობებს ეხება.  ჩანაწერით ირკვევა, რომ  სააკაშვილის ნათესავები სანდრა რულოვსის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები და რამდენიმეჯერ მას უცენზუროდაც მოიხსენიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები