ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შედგა, პარლამენტარები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანიც იმყოფებოდნენ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სპორტის სფეროს განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები გააცნეს და იმ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის უახლოეს მომავალში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში დამატებით 10 სპორტის სახეობა განვითარდა და ამ ეტაპისთვის, სპორტის სახეობათა რიცხვი 20-ს შეადგენს. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მარნეულმა ბოლო წლებში არაერთ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები