დავით სერგეენკო: ზესტაფონში 6 ახალი ამბულატორია აშენდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის სფეროში დადეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. მინისტრის თქმით, ზესტაფონში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 6 ახალი ამბულატორია აშენდება. დაგეგმილია ასევე სკრინინგ ცენტრის აშენებაც.
“შეძლებისდაგვარად მსხვილი საკითხები განვიხილეთ. აქცენტირება გავაკეთეთ მთავარ გამოწვევებზე, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის ექიმები. თავიდან ორიენტაცია ავიღეთ ცხელი წერტილების – ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც მოვახერხეთ კიდეც. ახლა მისი მეორე ეტაპია. 2019 – 2020 წლის განმავლობაში გავარემონტებთ 300-ს და ავაშენებთ 100 ამბულატორიას, მათ შორის ექვსს ზესტაფონში’,-‘ განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ შეკრებილ საზოგადოებას ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ზესტაფონლებისთვის მნიშვნელოვანია გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივის მხარდაჭერა, რაც ქალაქში სკრინინ ცენტრის ფუნქციონირებას გულისხმობს, სადაც ადამიანები შეძლებენ ადგილზე საჭირო სამედიცინო მომსახურეობის მიღებას. ამ საკითხში მნიშვნელოვანია სწორი ორგანიზება და მხარდაჭერა ბიზნეს სექტორისგან ”,-აღნიშნა მინისტრმა.
მერობის მმართველი კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის შეფასებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა პროდუქტიულად შედგა.
“მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ იმ სიახლეების შესახებ შეიტყო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ცენტრალური ხელისუფლება გეგმავს ზესტაფონში. ასევე დაანონსდა, რომ ზესტაფონს ექნება სკრინინგ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებისთვის ადგილზე მოხდება დიაგნოსტირება სხვადასხვა მიმართულებებით. ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობამ ხელისუფლებისგან მეტი სარგებელი მიიღოს”,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები