მანანა მიქავას ადვოკატი : პრემიერი დაგვპირდა, რომ სამართლიანობა აღდგება
პრემიერი მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში ბიზნესმენ მანანა მიქავას ადვოკატს სადაო მიწის ნაკვეთის საკითხის განსახილველად შეხვდა. ნანა ფირცხალავამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერი შეხვედრაზე სამართლიანობის აღდგენას დაპირდა.
“პრესკონფერენცია, რომ ჩატარდა 6 მაისს ეს მასალები და სხვა დამატებითი მასალები გაგზავნილი მქონდა პრემიერ მინისტრისთვის. გამომდინარე აქედან, დაგვპირდნენ, რომ საქმე ადგილიდან დაიძვრება და სამართლიანობა აღდგება”,- განაცხადა ადვოკატმა ნანა ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ მანანა მიქავას 2008 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, გადაეცა ნიკოლაძის 3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ზუგდიდის საკრებულომ მასთან ხელშეკრულება გააუქმა, მიწის ნაკვეთი კი ჩამოართვა.