“მამიდა”: ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს, საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
“ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ”, – განაცხადა “მამიდამ”.
შეგახსენებთ, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული როენა ხუცურაული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ამასთან, მოსამართლემ 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზინაიდა ქორიძე.
ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები