სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი წარედგინა

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალი წარედგინა, ასევე, ხუცურაულთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს.

როგორც ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საქმე საერთოდ შეწყდეს; ასევე, ალტერნატივის სახით, შევთავაზებთ 30 000 ლარს, რადგან როენა ხუცურაული არის უდანაშაულო. საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრალდების მხარეს საფუძველს მისცემს, რომ პატიმრობა მოითხოვოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის“, – განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით გუშინ სამი პირი, მათ შორის, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები