გიგა ბოკერია: თუ სუს-ის მიერ გავრცელებული მასალა ავთენტურია, მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალას ეხმაურება. მისი შეფასებით, თუ ჩანაწერი ავთენტურია, მას შესაბამისი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
„ზოგადად, ნდობის თვალსაზრისით,  ფონი მძიმეა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. რაც მოვისმინეთ, თუ ავთენტურია, ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი და ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისათვის, დღეს სუს-მა აუდიომასალა გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები