ქეთევან ციხელაშვილი პანკისის მცხოვრებლებს ხვდება: ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა იმისა, რომ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი

“რა თქმა უნდა, მე და მთლიანად ხელისუფლებას გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჯოყოლოში განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილი ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ხეობის უხუცესებსა და, ასევე, ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება.
„რა თქმა უნდა, მე და მთლიანად ხელისუფლებას გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რითაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, იმ ნდობაზე დაფუძნებულ და ძალიან აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდებოდა მოსახლეობასთან; კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია, თუკი ამის საჭიროება არსებობს, ყველასთან, რა თქმა უნდა და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები