ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას ხვდება (ფოტოკოლაჟი)

„სრული მზაობა გვაქვს, რომ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მინისტრის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია ნდობის დასაბრუნებლად.
„სრული მზაობა გვაქვს, რომ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი და კომუნიკაცია, რადგან ეს არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რათა დავუბრუნდეთ იმ ნდობაზე დაფუძნებულ და აქტიურ კომუნიკაციას, რომელიც უნდა ხდებოდეს და ხდება მოსახლეობასთან. კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კომუნიკაცია ყველასთან, თუკი ამის საჭიროება არსებობს და ამ რეჟიმში განვიხილოთ საკითხები. მოვისმენთ მოსახლეობისგან, რაც მათ აინტერესებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება მოსახლეობის პოზიციას – ისინი გეგმავენ, შეხვედრაზე დააყენონ 21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი.
ისინი თხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ხეობაში დაკავებები პოლიციის წინააღმდეგობის მუხლით, რადგან ეს დამატებით ესკალაციას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები