კობერიძე ქობულიაზე: ვალდებულია, დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი

“ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ერთ-ერთ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის 9%-ით ზრდის შესაძლებლობას ეხებოდა, განმარტება უნდა გააკეთოს.
ლევან კობერიძის თქმით, გიორგი ქობულია ვალდებულია, დაასახელოს, რა ბარიერებს გულისხმობს.
„როცა ეკონომიკის მინისტრი თანამდებობაზე ყოფნისას აცხადებს, რომ ეკონომიკის 10%-იანი ზრდა შეუძლებელია, პოსტის დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ 9%-იანი ზრდა (რაც, ფაქტობრივად, გაორმაგებაა), შესაძლებელი იყო ბარიერების არარსებობის შემთხვევაში; ახლა ვალდებულია, დაასახელოს, რა ბარიერებზეა საუბარი, რადგან ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ახლანდელმა მინისტრებმა და პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთონ განმარტებები ამ საკითხზე, ვიდრე მინისტრი დაინიშნება. პარლამენტში, მინიმუმ, შესაბამის კომიტეტებში უნდა ხდებოდეს მათი ხედვების ღიად და გამჭვირვალედ გაცნობა და დამტკიცება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები