ანა დოლიძე: გიორგი ქობულია – ადამიანი, რომელიც წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა

„გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძემ გიორგი ქობულიას კამერების წინ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ხმამაღლა საუბარს გაბედული ნაბიჯი უწოდა.
„გიორგი ქობულია არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი წავიდა მაღალი თანამდებობიდან და არ გაქრა. მან თავის თავზე აიღო გამბედაობა და საუბარი დაიწყო იმ მიზეზებზე, რის გამოც თანამდებობიდან წასვლა მოუწია. ეს არის ძალიან დასაფასებელი, რათა აღვკვეთოთ ტენდენცია, ვინმე საქართველოში მოქალაქეებს ექცეოდეს ისე, როგორც – საღეჭ რეზინს. ასე მოხდა ნინო გვენეტაძესთან, ძალიან ბევრ მაღალი თანამდებობის პირთან მიმართებით, რომელიც, უბრალოდ, პოლიტიკური სპექტრიდან გაქრა, მათ შორის, ყოფილი პრემიერი – გიორგი კვირიკაშვილი. ეს იყო ძალიან საშიში ტენდენცია. მისი პოზიცია მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები