საერთაშორისო კონკურსის – „Pirosmani Vibes” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსის „Pirosmani Vibes” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
გამარჯვებისთვის ქართველ მონაწილეებთან ერთად უცხოელი კონკურსანტებიც იბრძოდნენ.
სამმა მთავარმა გამარჯვებულმა პრიზად ლომის გამოსახულებიანი კრისტალის სტატუები მიიღო. გამარჯვებულები გახდნენ: ნიკა ქუთელია (ცნობილი როგორც – Piro$money), ნომინაციაში – “ვიზუალური ხელოვნება”, მან წარმოადგინა ფოტოკოლაჟი “მარგარიტა”; პეტეერ ომენ, ნომინაციაში – “მუსიკა”. მან წარმოადგინა სიმფონიური ნაწარმოები “The Winter”; და ბოლოს მწერალი ვალერი მარქაროვი, ნომინაციაში – “ლიტერატურა”. მან კონკურსში თავისი რომანით მიიღო მონაწილეობა, სახელწოდებით – „ლეგენდა ფიროსმანის შესახებ“.
სპეციალური პრიზი თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრისგან “Black Lion” ყველაზე უფროსმა მონაწილემ (88 წელი) თბილისელმა მხატვარმა ელეონორა (ნელი) ბერაიამ, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში მიიღო. მისი ნახატი ბისერებით იყო შესრულებული.
კიდევ ერთი სპეციალური პრიზი – ეროვნული ბიბლიოთეკის “სიმპათია” ორმა ყველაზე პატარა მონაწილემ მიიღო: 12 წლის ვიქტორ ჩაკვეტაძე წყალტუბოდან (იმერეთის რაიონი) და 10 წლის ეველინა ხუვიერი თბილისიდან. ბავშვებს გადასცეს საბავშვო ლიტერატურის სასაჩუქრე ნაკრებები.
ყველა მონაწილემ სიგელი მიიღო, „დიპლომანტების“ წოდება, წიგნები, საჩუქრები, ღვინო „ფიროსმანი” და თეატრის ბილეთები.
კონკურსის ” Pirosmani Vibes” ჟიურის წევრები იყვნენ: ცნობილი ქართველი და ფრანგი მხატვარი ლევან მოსიაშვილი და ჯემალ გოგიშვილი (ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი). ბატონმა ჯემალმა თავისი ასოციაციის დიპლომებით სამი მონაწილე დააჯილდოვა: ვიქტორია ლევინა იზრაელიდან, ალა ზენკო გერმანიიდან და ასევე ქართველი მხატვარი ნელი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები