„მოძრაობის თეატრში“ გოეთეს „ფაუსტის” პრემიერა გაიმართება

9 და 10 მაისს,  „მოძრაობის თეატრში“ პრემიერაა –  გოეთეს „ფაუსტის” პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი მოგვითხრობს ეშმაკის მუდმივ ჭიდილს ადამიანის ცდუნებისათვის. უფალი ნებას რთავს მეფისტოფელს, ნებისმიერი ცდუნებით გამოსცადოს ფაუსტი და ჩაიყვანოს უფსკრულში. სპექტაკლში გამოყენებულია მიმოდრამის, ბუტოს სტილის და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა.
რეჟისორი: კახა ბაკურაძე; კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე; მხატვარი: კახა ბაკურაძე.
როლებში: ლაშა რობაქიძე, მიხეილ ზაქაიძე, სალომე ჭულუხაძე, მარიამ მდინარაძე, კოტე ლიპარტელიანი, მარიამ სხულუხია, გიორგი ხაჩიძე, ნინო ავალიანი, თანო ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები