თინა ხიდაშელი გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებს: ერო ჩემო, ლამის პრეზიდენტად აირჩიე ეს ადამიანი და ძალიან უხერხული კია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თაობაზე გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ეხმაურება და ვაშაძეს მწვავედ აკრიტიკებს.
“ამას აუხსნას ვინმემ: 1. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალია;
2. ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მოსაზრებები და განცხადებები მნიშვნელოვანია და ასაღელვებელიც თუ ასეთი ხასიათი აქვს;
3. ქვეყნის პრეზიდენტისთვის ამგვარი შეურაცხყოფის მიყენება არავის სძენს არც ღირსებას და, უპირველესად, იმას აკნინებს, ვინც ასე იქცევა.მე კი არ მედარდება ვაშაძე რას იტყვის, მაგრამ, ერო ჩემო, ლამის პრეზიდენტად აირჩიე ეს ადამიანი და ძალიან უხერხული კია”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
“არ მგონია, მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვინმეს ძალიან აღელვებდეს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„რომ გითხრათ, მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოში ვინმეს ძალიან აღელვებს-მეთქი, მოგატყუებთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად აღელვებს ვინმეს მისი განცხადებები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ ამ ადამიანს არც ინტელექტი აქვს, არც თავშეკავება, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, ეს სხვა საკითხია. უბედურება ის არის, რომ უსულო საგანი შეიტანა საპრეზიდენტო ოფისში ბიძინა ივანიშვილმა და მოგვიწევს, გაცილებით უფრო მეტ წელს ვისმინოთ ამ უსულო საგნის განცხადებები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები