შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში სპორტული მოედანი გაიხსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში სპორტული მოედანი გაიხსნა.შს
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ მარტყოფში გახსნის ცერემონიას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი  – შალვა ენუქიძე, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში – იოჰანეს ვან დერ კლაუ და ფონდ „არველაძის“ დირექტორი – რევაზ არველაძე დაესწრნენ.
თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში სპორტული მოედანი მიგრაციის დეპარტამენტის ინიციატივით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენლობისა და ფონდი „არველაძის“ ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.
მოედნით სარგებლობას შეძლებენ მიმღებ ცენტრში მყოფი თავშესაფრის მაძიებელი პირები.
აღსანიშნია, რომ, ფონდ „არველაძის“ ორგანიზებით, პროფესიონალი მწვრთნელები ცენტრში მყოფ ბავშვებს საფეხბურთო გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მომავალშიც განახორციელებს მიმღებ ცენტრში სხვადასხვა სახის პროექტებს, რაც ცენტრში არსებულ პირობებს გააუმჯობესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები