,,ნაცმოძრაობის“ ბინებს და ოფისებს სისხლისფრად შეღებავენ“
დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, სასტუმრო „ვარაზთან“, „წითელი აქცია“ გამართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის გვერდზე აანონსებს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ავტომანქანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საცხოვრებელ სახლებთან და ოფისებთან მისვლას გეგმავენ, სადაც შენობებს წითლად შეღებავენ.
„4-იდან 5 საათამდე „თანასწორობის ფრონტი“ და მისი მეგობარი ორგანიზაციები იკრიბებიან სასტუმრო „ვარაზთან“ – კოსტავას 45-ში. იქიდან დაიწყება მოძრავი „წითელი აქცია“ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წინააღმდეგ. ჩვენი მანქანები მიადგება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერების საცხოვრებელ ბინებს, სამუშაო ოფისებს და დაიწყებს მათს მასობრივად შეღებვას იმ სისხლის ფერად, რომელსაც ისინი ამდენ ხანს საქართველოს მოსახლეობას აღვრევინებდნენ. ჩვენი ურყევი მოთხოვნაა, რომ გასამართლდეს ნაც-რეჟიმი, როგორც სისტემურად დამნაშავე ორგანიზაცია და არა როგორც ცალკეული ადამიანები“,- წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.