კობა ლურსმანაშვილი: “ნაცმოძრაობა” დაკავებულია არასწორი ინფორმაციის გავრცელებით

ენზელ მკოიანის მისამართით ოპოზიციონერი დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა და ფრაქცია „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“ სახელით განცხადება გააკეთა.
მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ცდილობს საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მოახვიოს თავზე.
„მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაკავებულია არასწორი ინფორმაციის გავრცელებით თავისი საინფორმაციო საშუალებებით და პიროვნების მიმართ დაუსაბუთებელი პრეტენზიების წაყენებით. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, სრულად შესწავლილი იქნას ის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 28-29 ოქტომბერს ახალქალაქში და საბოლოოდ დადგინდეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები