გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა, ისიც – ბევრი წლის წინ

“ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია, არც მქონია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე მას საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა.
„ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია, არც მქონია. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა, ისიც – ბევრი წლის წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები