გიორგი გახარია: ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს შს მინისტრი ხომ არ დავიწყებ?!

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნარკოლიბერალიზაციაზე მისი მხრიდან განცხადების გაკეთება არაა სწორი.
​როგორც მან თქვა, ამ საკითხზე ინიციატივა პარლამენტშია გაჩერებული.
„მგონი, როლებს ვცვლით. ნარკოპოლიტიკის რეფორმის ინიციატივა პარლამენტში იყო და აქ არის გაჩერებული. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ?! – საკითხი აქ, პარლამენტშია გაჩერებული“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ცნობისათვის, პარლამენტში ვიცეპრემიერს, შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. იგი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები