მერაბ ქვარაია: კრიმინალებთან კავშირში ხელისუფლების დადანაშაულება „ნაცმოძრაობის“ მორიგი ნარატივია ზუგდიდის არჩევნების წინ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია ნიკა მელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მელიამ შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალებთან კავშირში დაადანაშაულა.
„არც ეს და არც სხვა ნარატივი, რომელსაც დღეგამოშვებით გვთავაზობენ, მათ ვერ უშველით. ხალხს ახსოვს ის კრიმინალური მიდგომები, რასაც ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში თავად ავითარებდა, ამიტომაც ისრების სხვა მიმართულებით გადაწევა უხეირო მცდელობად დარჩება არჩევნებზე შედეგის მისაღებად“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები