ირაკლი შიხიაშვილი: მიკვირს საზოგადოების დანაშაულებრივი დუმილის, როდესაც “ლგბტ თემი” აგრესიით დაუპირისპირდა “სუხიშვილებს”

“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, „გეორგია შენი პროექტიას” დამფუძნებელი, ირაკლი შიხიაშვილი ქართული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტზე “სუხიშვილების” მონაწილეობას ეხმაურება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, დანაშაულია საზოგადოების დუმილი, როდესაც “ლგბტ თემი”, აღნიშნულის გამო, დაუფარავი აგრესიით დაუპირისპირდა “სუხიშვილებს”.
“მე ძალიან მიკვირს ქართული საზოგადოების დანაშაულებრივი დუმილის, როდესაც “ლგბტ თემი” დაუფარავი აგრესიით დაუპირისპირდა “სუხიშვილებს” იმიტომ, რომ “სუხიშვილები” აპირებენ ქართული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობას!
“სუხიშვილები” იყვნენ და არიან მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური, ქართული გენის, კულტურის, ტრადიციების ნამდვილი საუნჯე!
მათ ცეკვის ხელოვნების სამეტყველო ენით მსოფლიოს გააცნეს საქართველო და ქართველობა!
დღეს მათზე თავდასხმას ბედავს არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული, გაბოროტებული, ოჯახის სიყვარულის მოძულე ჯგუფი! ჩვენი გულგრილობა მათ უზნეობას ფრთებს ასხამს!
ამიტომ მე ვაცხადებ:
“სუხიშვილები” ჩემი ქვეყნის სიამაყეა!!!”, – წერს ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები