„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალს უბრუნდება
ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “თეთრი ქარავანი” სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები.
ამასთან დაავშირებით, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია, მსახიობი – იმედო კახიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი – გიორგი კაკაბაძე დაესწრნენ.
ფილმზე მუშაობა 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. “თეთრი ქარავანის” სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.
რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან საქართველოს „თეთრი ქარავანი“ ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ. რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღეისთვის, საქართველოში უკვე ჩამოტანილია 34 ფილმი, რომლებიც ფილმსაცავის აშენებამდე ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფილმის – „თეთრი ქარავანი“ – კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.
ფილმის ორიგინალი ვერსია ქართულ ენაზეა. საფესტივალო ჩვენებისათვის DCP ფორმატში მომზადდა ორი ვერსია – ინგლისური და ფრანგული სუბტიტრებით.
სექცია Cannes Classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა.