„ფრიდრიხ ნიცშეს – ზეადამიანი“ – თორნიკე ქოროღლიშვილთან შეხვედრა გაიმართება
7 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის მიწვევით, ფილოსოფოს თორნიკე ქოროღლიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრის თემაა: „ფრიდრიხ ნიცშეს – ზეადამიანი“.
,,მე მიყვარს ისინი, ვინც ცხოვრობს შემეცნებისთვის, რათა შეიცნოს, რომ ოდესმე ზეადამიანი დაიბადება”.
ზეადამიანის იდეა XIX საუკუნის ცნობილმა ფოლოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ წამოაყენა თავის ნაშრომში – ,,ასე ამბობდა ზარატუსტრა’’. ზარატუსტრა გახლდათ ძველი სპარსეთის ქურუმი და ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოვრობდა ჩვ. წ. აღ-მდე VI-V საუკუნეებში.
დასწრება თავისუფალია.