გიორგი შენგელია : მოსახლეობას გავაცანი ის პროექტები, რაც წაადგება ჩვენი ქალაქებისა და სოფლების კეთილდღეობას
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი შენგელია საზღვრის პირას მდებარე სოფლების – ტყაიისა და ჩხორიის მოსახლეობას შეხვდა. შენგელიამ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის განხორციელაბასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
“განვიხილეთ ის გეგმები, რა გეგმებითაც მე ვაპირებ იმ პროექტების განხორცილებას ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომლებიც წაადგება ჩვენი ქალაქისა და სოფლების კეთილდღეობას. ასევე, მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვდა რუხი, რიყე, ტყაია, პალურის გზის მშენებლობების დაწყებას. ეს არის, დაახლოებით, 12-კილომეტრიანი გზა, რომელიც ჯდება 6 მილიონ ლარამდე და არის უნიკალური პროექტი იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრის პირასა და ენგურის პირას მდებარეობს და მსგავსი პროექტი ამ სოფლებში არასოდეს განხორციელებულა”, – განაცხადა შენგელიამ.
მმართველი გუნდის შეხვედრას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ესწრებდოდნენ.