კახეთის ხუთ რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

30 აპრილს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 300 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 100-მდე რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ „კვირას“ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გარანტირებული განადგურებისგან 10 000 ჰექტარზე მეტი ფართობის დაცვა მოხდა.
„დღის მეორე ნახევრიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 18 მმ იყო. ზოგიერთ რაიონში სეტყვასაშიშ პროცესებს თან ერთვოდა ძლიერი ქარი და შეზღუდვები დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლისთვის აკრძალული ზონების სახით, საგარეჯოს რაიონში კი ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო სროლები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 16:15 საათიდან 20:00 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის და ყვარლის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა“,- აცხადებენ ცენტრში.
ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ხუთივე რაიონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის და წვრილი სეტყვის სახით სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები