ლევან იზორია: აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მხარს უჭერენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებულ ბრიგადაში თავდაცვის ძალების იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სტრატეგიულ პარნტიორებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ვიქნებით შეუპოვარნი ჩვენი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის თქმით, საქართველო თავისი ინტერესებისა და ვალდებულებების დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.

„ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ვალდებულებების დასაცავად, რასაც ქვეყნის დაცვის ვალდებულება ჰქვია. დღევანდელი დღე პირველად, სიმბოლურად, სწორედ იმ ჯარისკაცებს მივულოცეთ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანებს ასრულებენ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები