გიორგი შენგელია ია კერზაიას საქმეზე: აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული, ყველა შეკითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი

სოფელ დარჩელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ზუგდიდს მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კითხვები არის, რასაც, მისივე თქმით, პასუხები აუცილებლად გაეცემა.

​”მე ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. გავეცი პასუხი ბატონ ბაჩანას და აღვნიშნე, რა არის ჩემი როლი ამ საკითხში. მე, როგორც მერობის კანდიდატი, ამ საკითხებზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ გეუბნებით და გიდასტურებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არის გარკვეული შეკითხვები, შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უჩნდებოდეთ შეკითხვები, მაგრამ მე ერთ რაღაცაში ვარ დარწმუნებული და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული, ყველა ამ შეკითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის შეხვედრაზე სოფელ დარჩელში, კანდიდატის მხარდამჭერებსა და ბაჩანა შენგელიას შორის შელაპარაკება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები