გედევან ფოფხაძე: საწყენია, რომ დეპუტატები არ ესწრებიან განხილვას, მიმაჩნია, რომ ამაშიც არის რაღაც ბოროტი განზრახვა
“საწყენია, რომ დეპუტატები არ ესწრებიან ამ განხილვას და მე მიმაჩნია, რომ ამაშიც არის რაღაც ბოროტი განზრახვა”, – ასე გამოეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას, რომელსაც დეპუტატების უმეტესობა არ ესწრებოდა.
„საწყენია, რომ დეპუტატები არ ესწრებიან ამ განხილვას და მე მიმაჩნია, რომ ამაშიც არის რაღაც ბოროტი განზრახვა. თუმცა ყველას პირადი საქმეა, ახლა იქნებოდა თუ არა დარბაზში, მაგრამ ვიღაცისთვის, თავისთავად, განხილვაც კი პრობლემაა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.