ვახტანგ ბერიძე: ზუსტად ვიცი, როდის რა უნდა გაკეთდეს სოფელში

ხულოს მერობის ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ვახტანგ ბერიძე, ყინჩაურის, კვატიისა და ფაჩხის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას ადგილობრივებმა სასმელი წყლის, გზისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები დაუსახელეს. ვახტანგ ბერიძე, გამარჯვების შემთხვევაში, არსებული პრობლემების  ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

,,ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა აქ. მე თქვენი იმედი მაქვს არამარტო არჩევნებისას, არამედ – ჩემი გამარჯვების შემთხვევაშიც, რადგან თითოეული თქვენგანის აზრი არის მნიშვნელოვანი ხულოს განვითარებისთვის. მე ვარ აქ დაბადებული, გაზრდილი, ბევრი არაფერი ვიცი სხვაზე მეტი, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის რა უნდა გაკეთდეს სოფელში. თქვენსავით ვცხოვრობ სოფელში და ზუსტად ვიცი, რა სჭირდება სოფლის მოსახლეობას. ამიტომ, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ჩემზე შეაჩერა არჩევანი. მე არ მივიჩნევ ხულოს მერობას თანამდებობად.  ხულოს მერი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც დღე და ღამე არ ექნება და იმ დროს დადგება მოქალაქის გვერდით, როცა მას დასჭირდება. ეს არის მთა და არ ვიცით, ვის როდის რა დახმარების გაწევა დასჭირდება.  ძალიან გთხოვთ, 19 მაისს საარჩევნო ყუთთან შემოხაზოთ “41”. ამით თქვენ არ ირჩევთ მხოლოდ ვახტანგ ბერიძეს, ან ხულოს მერს, თქვენ ირჩევთ შვილს, ძმასა და მეგობარს”, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები