გიორგი გოგლიჩიძე დასუფთავების აქციაზე: ეს უნდა იყოს სტიმული და მაგალითი მოსახლეობისთვის, რათა იზრუნოს თავისი ქალაქის სისუფთავეზე

​მმართველი პარტიის ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ბავშვთა და სტუდენტთა ჯგუფთან ერთად, აქციას ორგანიზება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული უბნის, ზესტაფონის წყალკანალის მიმდებარე ტერიტორიის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებაზე 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ იზრუნა.
“ეს არის მთლიანად ახალგაზრდული აქცია. მათ აირჩიეს ყველაზე სტრატეგიული ლოკაცია – წყალსადენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც, სამწუხაროდ, არის დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. მისაბაძია მათი აქტიურობა. ეს უნდა იყოს სტიმული და მაგალითი ჩვენი თანაქალაქელებისთვის, რათა იზრუნონ თავიანთი ქალაქის სისუფთავეზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიიდან მთელ ქალაქს მიეწოდება სასმელი წყალი. ის არის სანიტარული ზონა და მას ყველა უნდა გაუფრთხილდეს”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ

აქციასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მენეჯერმა განაცხადა, რომ მსგავსი სტუდენტური აქტივობების გაგრძელებას კვლავ აპირებენ.
“ჩვენ ვართ დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება. ეს აქცია დავგეგმეთ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად. ავირჩიეთ ქალაქის ყველაზე მეტად დაბინძურებული ტერიტორია. მომავალშიც ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ ღონისძიება”, – აღნიშნა ნინო ხიჯაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები