დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე – გორში ორმა ქალმა მესამე სცემა

გორში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 50-წლამდე ასაკის სამი ქალბატონი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. თვითმხილველების თქმით, ორი ქალბატონი მესამეს სცემდა. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი. ქალბატონები სამართალდამცველებმა გააშველეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები