სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს: ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენეთ

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, გალის რაიონში მოკლული ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენონ. მისივე განმარტებით, ასე იქნება შესაძლებელი დამნაშავეების მოხვედრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“.
“წაუყენეთ ბრალი რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას, რადგან ისე მათ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ვერ ახვედრებთ.
შეგიძლიათ, ბრალი წაუყენოთ და ამ სიაში მოხვდებიან. თქვენ ამას ჯერ არ აკეთებთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები