სავალან მირზოევი დავით გარეჯის საკითხზე: ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები და ამით ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას

„ზოგიერთი ყოფილი თუ ახლანდელი პოლიტიკოსის განცხადებები არის სრულიად უპასუხისმგებლო და ამ განცხადებებით აბსოლუტურად ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას“, – ამის შესახებ გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა დავით გარეჯის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მირზოევის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობისა და შესაბამისი კომისიების მუშაობის შედეგად, საბოლოოდ, დარეგულირდება და მოგვარდება აღნიშული საკითხი.
„დავით გარეჯში შექმნილი პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა და დარწმუნებული ვარ, ორი ქვეყნის ურთიერთ თანამშრომლობისა და შესაბამისი კომისიების მუშაობის შედეგად, საბოლოოდ, დარეგულირდება და მოგვარდება აღნიშული საკითხი. მეორე მხრივ, ზოგიერთი ყოფილი თუ ახლანდელი პოლიტიკოსის განცხადებები არის სრულიად უპასუხისმგებლო და ამ განცხადებებით აბსოლუტურად ხელოვნურად ძაბავენ სიტუაციას. ზოგიერთი ისეთი განცხადებაა, რომელიც მართლა შექმნის იმის წინაპირობას, რომ უფრო დაიძაბოს სიტუაცია”, – განაცხადა სავალან მირზოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები