დავით ბერძენიშვილი: შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულიყო მისი მთავარი პარტნიორის, ილია მეორის ეპოქაც

“ეპისტოლე წავიკითხე და მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით წერს.
მისი განმარტებით – “ედუარდ შევარდნაძის ეპოქის დასრულებასთან ერთად უნდა დამთავრებულიყო მისი მთავარი პარტნიორის, ილია მეორის ეპოქაც”.
 
“პატრიარქმა რომ არ იცის და არც უნდა, გაიგოს, რომ მართლმადიდებლობა ქართული ეროვნული რელიგია არ არის და რომ ქართველებს საკუთარი ღმერთი არ ჰყავთ, ცუდია ძალიაან. რამდენიმე კონფესიამ საქართველოში მკვეთრად გაუსწრო თანამედროვეობის აღქმით…. პატრიარქი და მისი ამალა კი ჯიუტად ერჩიან ცოდნასა და 21- ე საუკუნეს. დაიმსხვრევა ამათ ხელში ეს შეკოწიწებული “ერთადერთი და განუმეორებელი”…. უცოდინრები…უსამართლოებიც – გნებავთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიცია გავიხსენოთ და გნებავთ დეკანოზ მამალაძისადმი უღმერთო დამოკიდებულება…. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის, ილია მეორის ეპოქაც….პოსტსაბჭოურობის საწყისი ეტაპის ეს ორი ბურჯი პარტნიორობა/კონკურენციით აფერხებდა ქვეყნის განვითარებას…მომდევნო ხელისუფლებებმაც გააგრძელეს ეს დახავსებული პოლიტიკა…ამის მიუხედავად, მაინც ვერ მოერევიან პროგრესს ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე.
ძაანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის, მისი შავბნელი ქვეშევრდომების პრორუსული თუ საქმოსნური საქმიანობის საჯარო მხილებით შევაჩვიეთ საზოგადოება მათი ნიღაბის ჩამოხსნას…ეს მართლა რელიგიის საქმეთა საბჭოთა რწმუნებულის ფუნქციის შემსრულებელი…თვითმფრინავის საქმეზეც ისევე გაწირა 1984- ში სასულიერო პირი (ჩიხლაძე) სასიკვდილოდ საბჭოთა სასამართლოში მისი პოზიციით, როგორც ახლა დეკანოზ მამალაძეს წირავს მისი “უპოზიციობით”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები