“არ მგონია, რომ ეს მთავარი თემა იყოს” – სესიაშვილი ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის “პოსტის” გაზიარების საკითხზე

“არასასიამოვნოა, როდესაც ასე ხდება, მაგრამ თუ არის ეს შეცდომა, ეს გამოსწორებადი”,ა – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ “ტვიტერზე” დონალდ ტრამპის იმ “პოსტის” გაზიარებას, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.
“თქვენ ძალიან კარგად იცით, მათ შორის, “რუსთავი 2-მა” , რომ საქართველოს ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი ძალიან ვუფრთხილდებით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას და არათუ ვუფრთხილდებით, ეს ურთიერთობა აყვანილია ძალიან მაღალ დონეზე. თუ რაღაც არასწორი ინფორმაცია ან გარკვეული შეცდომა გაიპარა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაგიხარდეთ, არ უნდა დაიწყოთ ამით მანიპულირება. არასასიამოვნოა, როდესაც ასე ხდება, მაგრამ თუ არის ეს შეცდომა, ეს გამოსწორებადია. არ მგონია, რომ ეს მთავარი თემა იყოს“, – განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2-ს”.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ის “ტვიტი” გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას” უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც კიბერთავდასხმას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები